მათ მოწმის სახით კითხავენ საქმეზე, რომელიც ეხება სოციალური მომსახურების აგენტების მიერ სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციას, როდესაც შეიქმნა დასაქმების სამინისტრო.
“მე მინდა გითხრათ, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში 92 ათასი ადამიანი გახდა უმუშევარი. ამ საკითხზე დასაკითხად პროკურატურამ ჩემივე თხოვნით მომიწვია იმიტომ, რომ ჩვენს რიგით სოციალურ აგენტებს, რომლებიც მუშაობდნენ, მასობრივად კითხავენ. მე ვუთხარი, რომ სჯობს მე დამკითხოთ და ამ სოცაგენტებს დაანებეთ თავი, რომლებიც 600 ათას ოჯახში შევიდნენ და შეავსეს ანკეტები. ის ანკეტები ჩვენ დავასრულეთ და ხალხი არჩევნების შემდეგ ჰქონდა მოლოდინი, რომ მათზე იზრუნებდა სახელმწიფო, ქვეყანაში არავინ არ ფიქრობს დასაქმებაზე, არცერთი სამუშაო ადგილი არ შექმნილა”, – განაცხადა დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილმა. მან მოქმედი ხელისუფლება დაადანაშაულა სახელმწიფო უწყებებში საკუთარი ახლობლებისა და ოჯახის წევრების დასაქმებაში.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ამ დროისათვის ვანო მერაბიშვილის 100–ზე მეტი მხარდამჭერი იმყოფება, რომლებიც პროკურატურას პოლიტიკურად მიკერძოებულ გამოძიებაში ადანაშაულებენ. შეკრებილებს შორის არიან ქუთაისის მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და პარლამენტარი გია თევდორაძე.
