ახალი ამბები

ირაკლი ალასანია აშშ-ს თავდაცვის მდივანს ესაუბრა

12 თებერვალი, 2013 •
ირაკლი ალასანია აშშ-ს თავდაცვის მდივანს ესაუბრა

“ლეონ პანეტამ  ირაკლი ალასანიას ავღანეთში  შეერთებული შტატების მოქმედების გეგმა გააცნო.  ლეონ პანეტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები  აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ქართველი სამხედროების მამაცობასა და პროფესიონალიზმზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

 

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად. ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან,”- აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 


ოფიციალური ინფორმაციით, ამ  საკითხებზე მოლაპარაკებებს ირაკლი ალასანია ბრიუსელში გააგრძელებს, სადაც 21-22  თებერვალს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. 


მასალების გადაბეჭდვის წესი