ხვალ, 13 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დაიწყო. პრეზიდენტი დღეს კახეთს ესტუმრა და გურჯაანის რაიონის სოფელ ნანიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

ქვეყნის პირველი პირი მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და მათგან ახალი ინიციატივები მოისმინა.

  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *