ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი ბანკი აცხადებს, რომ გაკოტრდა

15 მაისი, 2017 • 3512
აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი ბანკი აცხადებს, რომ გაკოტრდა

აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან დაკავშირებულმა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა [The International Bank of Azerbaijan] ნიუ იორკის სასამართლოს გაკოტრების შესახებ განცხადებაში 3,3 მილიარდი დოლარის ოდენობით საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციისთვის მიმართა. მოსმენა 7 ივნისს არის დანიშნული.

როგორც The Wall Street Journal წერს, ამ გზით ბანკის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ კრედიტორთა მხრიდან სასამართლო საჩივრებს გვერდს აუვლის.

ოფიციალური ცნობით, აზერბაიჯანული ბანკის ფინანსური პრობლემების მიზეზი არის ნავთობზე ფასის ცვლილებები და ეროვნული მანათის დევალვაცია.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბანკი წყვეტს საგარეო ვალის გადახდას და მისი ვალდებულებების რესტრუქტურიზაციისთვის კრედიტორებთან მოლაპარაკებებს იწყებს.

აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ რომ ბანკის ფინანსურ სიცოცხლისუარიანობას აზერბაიჯანის ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აზერბაიჯანის ხელისუფლება ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში საუბრობდა აღნიშნული ბანკის პრივატიზაციაზე, რომელში მონაწილეობაც უცხოურ კომპანიებსაც შეეძლოთ.

ეხოკავკაზასთან საუბარს დროს აზერბაიჯანელი ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი ამბობს, რომ ბანკის ფინანსური პრობელემები დღეს არ დაწყებულა და ხელისუფლება ბანკს უკვე 10 მილიარდი მანათით დაეხმარა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს თანხა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა და ბანკი  ვერ ახორციელებს თავის საერთაშორისო ვალდებულბებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი