ახალი ამბები

კობახიძე: ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არასოდეს არ იქნება

15 მაისი, 2017 • 4500
კობახიძე: ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არასოდეს არ იქნება

“კომუნიზმი საქართველოში დამთავრდა, საქართველოში ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არ არის”, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფილარმონიაში შეკრებილ დემონსტრანტებს, რომელთა შორის აუდიტორია 115-ის წევრები არიან.

“ახალგაზრდებო, მე მინდა მოგიწოდოთ, დაადგეთ იმ გზას, რასაც ილია ჭავჭავაძე დაადგა, ეს არის სწავლის გზა, ეს არის განათლების გზა. თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა. ეს არ არის სწორი არჩევანი. ასე არ შეიძლება, თქვენი გზა გაგრძელდეს. მოგიწოდებთ, იაროთ სწავლის და ილია ჭავჭავაძის გზით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სტუდენტების ჯგუფმა მუშების ჩაფხუტები მიიტანეს და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს.

“4 მეშახტე” – სკანდირებენ სტუდენტები. სახალხო განხილვის პროცესი შეყოვნებულია, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე მათი ხმის გადაფარვას ვერ ახერხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი