ახალი ამბები

თორნტონი: პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის უპირატესობაში ხალხის დასარწმუნებლად ძალისხმევის ჩადება მოუწევთ

15 მაისი, 2017 • 1575
თორნტონი: პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის უპირატესობაში ხალხის დასარწმუნებლად ძალისხმევის ჩადება მოუწევთ

NDI საქართველოს დირექტორი, ლორა თორნტონი მიიჩნევს, რომ ინიციატორებს ძალისხმევის ჩადება მოუწევთ მოსახლეობის დასარწმუნებლად იმაში, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა უკეთესია.

ამის შესახებ ლორა თოტონმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა NDI-ის კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას მოსახლეობსი 84% ემხრობა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით კი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით, წარმომადგენლების მიერ არჩევა არის შემოთავაზებული.

“პრეზიდენტის პირდაპირი წესით მოქალქეების მიერ არჩევას თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება. არ აქვს მნშვნელობა, სად ცხოვრობ, რა ასაკის ხარ და რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერ მხარს, ყველა ერთნაირად ფიქრობს, რომ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, ლობირება გაუწიონ არაპირდაპირი წესით არჩევას, აუცილებლად ძალიან დიდი ძალისხმევის ჩადება მოუწევთ იმაში, რომ ქართველები დაარწმუნონ, არაპირდაპირი წესით არჩევა ჯობია პირდაპირს,”- განაცხადა ლორა თორნტონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი