ახალი ამბები

NDI: სასამართლოების საქმიანობას კარგად მხოლოდ 13% აფასებს

15 მაისი, 2017 • 1429
NDI: სასამართლოების საქმიანობას კარგად მხოლოდ 13% აფასებს

NDI-ის მიერ დღეს, 15 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სასამართლოების საქმიანობას “ძალიან კარგად” მოსახლეობის 1%, ხოლო “კარგად” მოსახლეობის 12% აფასებს.

აღსანიშნავია, რომ “ცუდად” ან “ძალიან ცუდად” (ჯამში 27%) უფრო მეტი ადამიანი აფასებს სასამართლოების მუშაობას, ვიდრე “კარგად” ან “ძალიან კარგად” (ჯამში 13%).

სასამართლოების მუშაობას “საშუალოდ” აფასებს მოსახლეობის 40%, ხოლო 20% ამბობს, რომ “არ იცის”.

რაც შეეხება პროკურატურას, ამ უწყების მუშაობას უფრო ნაკლები ადამიანი – 19% აფასებს “ცუდად ან “ძალიან ცუდად”.

sasamartloebi

მასალების გადაბეჭდვის წესი