NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობით კმაყოფილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირდა.
“კითხვაზე, როგორ აფასებთ ეკლესიის საქმიანობას, 58 პასუხობს, რომ დადებითად აფასებს ( 14% – ძალიან კარგად, 44% – კარგად).
ეკლესიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 7%. 23% საშუალოდ აფასებს, ხოლო 11%-მა არ იცის.
2016 წლს მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეკლესიის საქმიანობას დადებითად 72% აფასებდა, 145 საშუალოდ, ხოლო უარყოფითად -3%. 10%-მა არ იცოდა.
2015 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დადებითად ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 75% აფასებდა. ხოლო უარყოფითად- 2%.