შსს ცნობით, მან  2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სერგო რატიანს.

“მის დაკავებას საფუძვლად დაედო კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის, დაკითხვისა და პირის ამოცნობის ოქმები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალები”.

ნიკოლოზ არაბული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *