ახალი ამბები

93 არასამთავრობო ორგანიზაცია ვენეციის კომისიას მიმართავს

13 მაისი, 2017 • 3722
93 არასამთავრობო ორგანიზაცია ვენეციის კომისიას მიმართავს

11 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრმა 93-მა ორგანოზაციამ წერილი გაუგზავნა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას.

ამ წერილში ორგანზაციები აცხადებენ, რომ საჭიროდ მიაჩნიათ, კონსტიტუციის პროექტში პატლამენტის არჩევის წესი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან. კერძოდ, მათთვის მიუღხებელია ბლოკების გაუქმება, 5%-იანი საარჩევნი ბარიერის დატოვება და გაუნაწილებელი მანდატების მთლიანად გამარჯვებული პარტიისთის მიკუთვნება.

“წარმოდგენილი პროექტით უქმდება შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე (მუხლი 37, პუნქტი 2), რაც შეესაბამება პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას. ამ მოთხოვნის მიზანი იყო პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობა.

სამწუხაროდ, საპარლამენტო მანდატების განაწილების წესი (მუხლი 37, პუნქტი 6) ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას. უფრო მეტიც, წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი პრინციპი – თანასწორობის პრინციპი. უფრო კონკრეტულად:

ა) მანდატების განაწილებისთვის გამოიყენება არა მათი პროპორციული განაწილების წესი, მაგალითად, დონდტის (D’Hondt) წესი ან ჰეარის (Hare) კვოტა და უდიდესი ნაშთის წესი, არამედ კვოტა, რომელიც ტოლია არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამის განაყოფისა 150-ზე და გაუნაწილებლად დარჩენილი ყველა მანდატი ეძლევა პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ასეთი კვოტის გამო დიდი იქნება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, რამდენიცაა დაკარგული ხმების პროცენტი. 1995-2016 წლებში ჩატარებული ყველა არჩევნებისას, 5-პროცენტიანი ზღურბლით, დაკარგული ხმები საშუალოდ 20.1% იყო (მაქსიმალური იყო 61.5%, ხოლო მინიმალური – 4.7%). შესაბამისად, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 92 მანდატს მიიღებდა. აშკარაა, რომ ასეთი წესით არსებითად ირღვევა პროპორციულობა და თანასწორობის პრინციპი;

ბ) 5-პროცენტიანი საარჩევნო ზღურბლის შენარჩუნება იწვევს ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილის არჩევანის გაუთვალისწინებლობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს რაოდენობა საშუალოდ 20% იყო. საარჩევნო ზღურბლი 4% რომ ყოფილიყო, დაკარგული ხმების საშუალო რაოდენობა 7.3%-მდე, ხოლო 3% რომ ყოფილიყო, 4.6%-მდე შემცირდებოდა. 5%-იანი ზღურბლის გადალახვას მხოლოდ 2 – 4 სუბიექტი ახერხებდა (4-მა სუბიექტმა მხოლოდ 2-ჯერ გადალახა საარჩევნო ზღურბლი). ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სუბიექტთა უმრავლესობა საარჩევნო ბლოკის სახით გამოდიოდა. ზღურბლის 3%-მდე შემცირების შემთხვევაშიც კი მაქსიმუმ 7 სუბიექტი შეძლებდა მის გადალახვას;

გ) საარჩევნო ბლოკების აკრძალვა ჯერ კიდევ სუსტი პარტიული სისტემის, მწირი ფინანსური რესურსებისა და 5%-იანი ზღურბლის პირობებში მკვეთრად გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას, ხოლო მანდატების განაწილების წარმოდგენილი წესი უსამართლო უპირატესობას მისცემს გამარჯვებულ პარტიას.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე არ უჭერენ მხარს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში არსებულ ჩანაწერს, რომელიც ეხება ტექსტში აღწერილ საარჩევნო სისტემას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პარლამენტის მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტების შენარჩუნების პირობით, მანდატების განაწილების წესი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან, ხოლო საარჩევნო ზღურბლი მიზანშეწონილია შემცირდეს 3 ან 4 პროცენტამდე.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უკეთესი სამართლებრივი სისტემის შექმნისთვის მნიშნელოვანია დაბალანსებული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, ამიტომაც თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია,”- აცხდებენ არასამთვრობო ორგანიზაციები.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

2. საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

3. თავისუფალი არჩევანი

4. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

5. ევროპის ფონდი

6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

7. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

9. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

11. ეკონომიკური პოლიტიკის და კვლევის ცენტრი

12. მედიის განვითარების ფონდი

13. ანალიტიკური ცენტრი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

14. საქართველოს რეფორმების ასოციაცია

15. ასოციაცია და რადიო ,,მწვანე ტალღა”

16. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი

17. ადამიანის უფლებათა ცენტრი

18. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

19. სტუდია რე

20. ციხის საერთაშორისო რეფორმა

21. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის

22. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი

23. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“

24. ასოციაცია “ტოლერანტი”

25. ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”

26. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება

27. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ”საქართველოს ჩაი”

28. ასოციაცია “ქალი და ბიზნესი”

29. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

30. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

31. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი

32. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი

33. ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭო

34. სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი

35. პრესის ასოციაცია

36. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

37. “საზოგადოებრივი განვითარების აკადემია”

38. სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი

39. ასოციაცია “სკოლა-ოჯახი-საზოგადოება”

40. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

41. საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია

42. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი

43. რეპატრიანტთა კავშირი

44. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

45. პედაგოგთა კავშირი”განათლება და სამყარო”

46. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

47. “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიცითა ხელშეწყობის ცენტრი”

48. ასოციაცია “მერკური”

49. ასოციაცია ”იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის

50. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი

51. ახალგაზრდული ალტერნატივა

52. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები-საქართველო

53. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

54. ასოციაცია “დეა”

55. ასოციაცია ,,ათინათი”

56. განვითარების და ჩართულობის ცენტრი

57. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია

58. სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის

59. ასოციაცია ,,ჯანმრთელი ბავშვები“

60. ასოციაცია ,,გადავარჩინოთ მომავალი თაობა“

61. ჟურნალისტური კვლევის ცენტრი

62. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

63. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი

64. კავკასიური სახლი – საქართველო

65. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი

66. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი

67. ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია ”ახლებური ხედვა”

68. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი”

69. სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში

70. კავშირი ,,ეკოტექი“

71. ენერგოეფექტურობის ფონდი

72. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა”

73. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საერთაშორისო ცენტრი

74. პროფესიული კავშირების გაერთიანება

75. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი

76. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის

77. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი

78. ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო

79. მეგობრობის ხიდი ქართლოსი

80. ენერგოეფექტურობის ცენტრი

81. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

82. ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”

83. გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

84. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი

85. სოფლად თემთა განვითარების სააგენტო

86. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

87. ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის

88. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი

89. კავკასიური მოზაიკა

90. კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”

91. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია

92. ფონდი ,,კავკასიის ეკოლოგია“

93. ,,აფხაზეთი- ჩემი სახლი”

მასალების გადაბეჭდვის წესი