ახალი ამბები

კვანტრიშვილი აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა ნიკა მელიამ მიაყენა

10 თებერვალი, 2013 •
კვანტრიშვილი აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა  ნიკა მელიამ მიაყენა

“ვვარაუდობდი, რომ ეს იყო ქალაქის მერის პირადი დაცვა, მაგრამ ჩემ მიერ და ჩემი ადვოკატის მიერ, ფოტო და ვიდეომასალით ამოვიცანით და ჩვენდა სამწუხაროდ ეს აღმოჩნდა ძველი თბილისის გამგებელი ნიკა მელია. დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო. “– განაცხადა რატი კვანტრიშვილმა. 

 

დაკიტხვაზე შასვლამდე რატი კვანტრიშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

 

“სავარაუდოდ, ალბათ უფრო მეტწილად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას,  რომ ეს იყო უგულავას დაცვის წევრი, რომელმაც ბლაგვი საგნით მომაყენა ღია ჭრილობა გადამიყეანეს საავადმყოფოში და ნაკერებიც დამადეს. იმ საღამოსვე დამკითხეს და ახლა დამატებითი დაკითხვისთვის ვარ დაბარებული” 

 

შეგახსენებთ, ნიკა მელიას, როგორც  “ბანკი ქართუს” გაკოტრების სქემაში მონაწილე ერთ–ერთ პირს  სასამართლომ 20 იანვარს აღკვეთ ღონისძიებად  გირაო, 25 000 ლარი შეუფარდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი