აქციაზე მონაწილებებს ეკავათ ტრანსპარანტი წარწერით: “ძირს ვადაგასული პრეზიდენტი” . აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან ცოცხები გააკრეს. რეზიდენციაში შევიდა ესკორტი თუმცა უცნობია იყო თუ არა მასში პრეზიდენტი სააკაშვილი. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პრეზიდენტის პრესსპიკერს, თუმცა პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით მანამა მანჯგალაძისგან ვერ მივიღეთ.
“დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი, ჩვენთვის უკანონო პრზიდენტი იმყოფება ბობოყვათის რეზიდენციაშi. ვაპროტესტებ ამ ადამიანის ბობოყვათის რეზიდენციაში შესვლას”– განაცხადა აქციის მონაწილემ .
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
