ახალი ამბები

დეპუტატები სამართალდამცავებს “ნაცმოძრაობის” ოფისში ელოდებიან

10 თებერვალი, 2013 •
დეპუტატები  სამართალდამცავებს “ნაცმოძრაობის” ოფისში ელოდებიან

“ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ თუ რა მოხდა 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკის შენობასთან, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების კონსტიტუციური უფლების განხორციელებას მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დაუპირისპირა კრიმინალების მიერ ორგანიზეული თავდასხმა და ძალადობა. კანონმდებლობის ბევრი ნორმა იქნა დარღვეული. მოხდა პარლამენტის წევრებზე, რიგით მოქალაქეებზე ძალადობის განხორციელება. ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოიხატოს სურვილი ამ საქმის ობიექტური გამოძიების და თანამშრომლობის, დღეიდან დაიწყოს პარლამენტის უმცირესობის წევრებზე და დაზარალებულ მოქალაქეებზე, ვინ ამ ძალადობის შედეგად მიიღეს კონკრეტული ზიანი, დაიწყო ამ მოქალაქეების წინააღმდეგ მუქარის წერილების დაგზავნა, პოლიციის მიერ.

 

მე ხელთ მაქვს ერთ–ერტი ნიმუში ასეთი წერილის სადაც პარლამენტის წევრებს ემუქრებიან , მათი იძულების წესით მიყვანა მოხდება შსს–ს განყოფილებებში თუ არ მოხდება გამოცხადება, ემუქრებიან ფულადი ჯარიმებით და ასე შემდეგ, რაც ბუნებრივია ჩვენ აღშფოთებას იწვევს, იმდენად რამდენადაც, ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად იქნეს წარმართული გამოძიება, რეალურად იმ ადამიანებს, რომლებმაც კონკრეტული ზიანი მიიღო, მათ იბარებენ პოლიციაში. მათ უგზავნიან მუქარის წერილებს”. 

 

ბეჟაშვილის განვაცხადებით, რომ 8 თებერვალის ძალადობის დამკვეთების, უშუალო შემსრულებლების გამოვლენა შედის “ნაციონალური მოძრაობის”  პირად ინტერესებში, ამიტომ, ისინი მზად მზად არიან  ნებისმიერ დროს მისცენ  კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა 8 თებერვალს, ვინ ახორციელებდა  ძალადობას, ვინ იყო კონკრეტულად ორგანიზატორი.

 

“დღესაც, ხვალაც მზად ვართ, რომ მოვუსმინოთ სამართალდამცავების  კონკრეტულ კითხვებს და გავცეთ მასზე კონკრეტული პასუხები.  კიდევ ერთხელ ვიტოვებთ უფლებას, რომ მოვთხოვოთ მათ უფრო მეტი თანამშრომლობა და კონსტრუქციულობა. შემთხვევითი სამართალი აღარ უნდა ხორციელდებოდეს ამ ქვეყანაში, იმდენად რამდენადაც კონკრეტული ფაქტები სახეზეა, ამ ფაქტთან შერჩვეითი სამართლის არსებობის. “

 

დეპუტატმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებს , დაბარებული დეპუტატები პარტიის ოფისში ელოდებიან. მან ასევე მოუწოდა შსს–ს  შეწყვიტონ ძალადობა პარლამენტის წევრებზე, შეწყვიტონ მუქარის წერილების და მუქარის უწყისების დაგზავნა დაზარალებულ მოქალაქეებზე, პარლამენტის და საკრებულოს წევრებზე.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბარა თბილისის მერი გიგი უგულავა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.  ასევე “ნაციონალური მოძრაობის წევრი” კობა ხაბაზი. დაკითხვაზე, მხოლოდ კობა ხაბაზი გამოცხადდა, რომელიც ამ წუთებში იკითხება. თბილისის მერი და დეპუტატები სამართალდამცავებს მერიასა და “ნაცმოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ელოდებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი