ახალი ამბები

კობა ხაბაზი დაკითხვაზე გამოცხადდა

10 თებერვალი, 2013 •
კობა ხაბაზი დაკითხვაზე გამოცხადდა

“მითხრეს ერთადერთ, რომ  დამიბარეს  ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. იქნება ბუნებრივია შეკითხვები, თუმცა ჩემთვის პარადოქსია, თურმე ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც გიგი უგულავას იბარებენ რატომ დაასაქმა ადამიანები, მე მიბარებენ, თუ რატომ მივდიოდი პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ან მეორე ვერსია რატომ მივდიოდი ბიბლიოთეკაში. მე მგონი ვიქნები გამონაკლისი ადამიანი, რომელიც დაიბარეს დაკითხვაზე იმიტომ რომ ბიბლიოთეკაში მიდიოდა” 

 

კობა ხაბაზის განცხადებით, პროვოკაციას ვერ გასწევს ის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტთან მიდის შეხვედრაზე:

 

“პროვოკაციას გასწევს ის ვინც დაახვედრეს, იმიტომ რომ პრეზიდენტთან და ბიბლიოთეკაში ადამიანები არ შეეშვათ. შეუძლებელია ჩვენი მხრიდან პროვოკაცია. გაეთავისუფლებინათ გზა. არანაირი კორიდორი არ არსებობდა, მეტსაც ვიტყვი არანაირი კორიდორით არ ვაპირებ შევიდე ბიბლიოთეკაში და არანაირი კორიდორით და ცალკე სპეციალური შესასვლელით არ ვაპირებ ვიარო პრეზიდენტთან შეხვედრებზე. კორიდორი გაიკეთონ თვითონ” –განუცხადა ჟურნალისტებს ხაბაზმა. 

 

შეგახსენებთ, რომ შინგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაბარებულია ქალაქის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.

 

თბილისის მერიამ გაავრცელა განცხდება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერი სამართალდამცავებს მერიაში ელოდება, რადგან  დღის განრიგის გამო შსს–ში მისვლას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი