ახალი ამბები

გიგი უგულავა სამართლადამცავებს მერიაში ელოდება

10 თებერვალი, 2013 •
გიგი უგულავა სამართლადამცავებს მერიაში ელოდება

“თბილისის მერი გიგი უგულავა საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს 15:00 საათზე ძველი თბილისის რაიონის პოლიციაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. თბილისის მერი მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, თუმცა წინასწარგაწერილი განრიგის გამო, გიგი უგულავა პოლიციაში მისვლას არ აპირებს და სამართალდამცავებს თბილისის მერიაში ელოდება.”

 

აღნიშნულ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერის გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაკითხვაზე დაბარებული ჰყავს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, ლევან  ბეჟაშვილი და გიორგი კანდელაკი. დაკიტხვაზე დაბარებულია კობა ხაბაზიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი