ახალი ამბები

მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

9 თებერვალი, 2013 • • 993
მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 დღიანი ადმინიტრაციული პატიმრობა მოითხოვა.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა.

 

გუდიაშვილის ქუჩაზე 2013 წლის 8 თებერვალს საპროტესტო აქციაში მონაწილე პირები მელორ ვაჩნაძე და მიშა მესხი შსს–მ გუშინ გვიან ღამით  დააკავა. 

სასამართლო
სასამართლო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის დეტექტივების განყოფილებაში, 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს  განხორციელებულ ხულიგნობის ფაქტთან  დაკავშირებით,  გამოძიება დაიწყო.

 

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ ინციდენტში მონაწილე 10 პირი, მოწმის სტატუსით, იმავე დღეს დაკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ,  სამართალდამცველებმა 2 პირი – მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი