“არჩევნებიდან 3-4 თვეში, 5 თვეში, თუ 6 თვეში თუ 7 თვეში, ახალმოსულ მთავრობას, რომელიც მოვიდა დიდი ნდობის მანდატით, ხელოვნურად შევუწყვიტოთ რაღაც უფლებამოსილება, თუ რაღაც მართლა საოცრება არ მოხდა, ჯერ-ჯერობით არ მომხდარა და იმედია, არ მოხდება ამ თვეებში, ამის ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ და ეს ბევრჯერ ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებ”.
სააკაშვილის თქმით, ეს იქნებოდა პოლიტიკურად არასწორი, გაუთვლელი, ქვეყნისთვის მძიმე და არაპროგნოზირებადი შედეგების ნაბიჯი ამ ვითარებაში:
“ამიტომ ეს არის ჩემი პასუხი. ეს თემა არ დგას და ამაზე არ არის პარლამენტში კამათი. ამაზე ჩვენ ხელს ვწევთ და კი, ბატონო, წაიღეთ ეს. მთავარი არის, მთელი კამათი მიდის რამდენიმე საკითხზე, რომ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, არ მესმის, რატომ არ ვაფიქსირებთ, იმ გარემებებში, როდესაც 2015 წელს რუსეთი ქმნის ევრაზიულ კავშირს და გადაწყვეტილი აქვს ჩვენი იქ შეყვანა.
ასევე ვეუბნებით, თუ თქვენ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა აღარ გინდათ, თუ თქვენ აღარ აპირებთ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას, მაშინ ავწიოთ ქვორუმი 3/4-ზე და ეს არის გარანტია”, – განაცხადა სააკაშვილმა.







