ახალი ამბები

სააკაშვილი მედიას ბოდიშს უხდის

8 თებერვალი, 2013 •
სააკაშვილი მედიას ბოდიშს უხდის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიპატიჟება დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტმა პროტესტის ნიშად არ მიიღო სწორედ

მიხეილ სააკაშვილი მედიასთან, დიპლომატებთან და უმცირესობასთან შეხვედრისას. 08.02.13/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური
მიხეილ სააკაშვილი მედიასთან, დიპლომატებთან და უმცირესობასთან შეხვედრისას. 08.02.13/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

იმის გამო, რომ ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილი მათთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებდა და მხოლოდ დღეს გადაწყვიტა თავისუფალი ჟურნალისტების შეკითხვებისთვისაც ეპასუხა.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას ამის თაობაზე პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

 

“პროტესტის გამოთქმის ფორმა – მოსულიყვნენ აქ და დაეხურებინათ ჩემთვის თავზე ყველაფერი, რა პრობლემა იყო?! მაგისთვის ვიწვევდით, რომ გამოეთქვათ, პირდაპირ სახეში ეთქვათ თავისი გულისწყრომა, ცხრა წელი რაც დაუგროვდათ – გაბრაზება თუ ბოღმა თუ სამართლიანი ჯავრი, ყველაფერი პირდაპირ გამოეთქვათ, რა პრობლემაა?! ეს ერთი.

 

თუ მე რაღაცა არასწორად გავაკეთე, ბოდიშს გიხდით, ბოდიშს გიხდით, ნამდვილად, შეიძლება სხვანაირად უნდა გამეკეთებინა. არ ვიცი.

 

“ნეტგაზეთი” ახალი პროდუქტია იმიტომ, რომ მეც დიდი მომხმარებელი ვარ ინტერნეტის, სხვადასხვა საიტების და ამიტომ, რა თქმა უნდა, ხანდახან თქვენთანაც შემოვდივართ ხოლმე და ვეცნობით ყველაფერს. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად გახსნილი ვართ ყველა ამისთვის. არ არსებობს არც ერთი კითხვა, რომელზეც ჩვენ პასუხის გაცემის გვეშინოდეს. შეიძლება რაღაცებზე არ გვქონდეს პასუხი, ესეც უნდა მოგვიტევოთ, მაგრამ შემდეგ ჯერზე შეიძლება უკეთესად მოვემზადო და გვქონდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი