“პირველ რიგში, როგორც პოლიტიკოსს, მე არ მომწონს პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია.
მეორე, როგორც მოქალაქეს – არ მომწონს, როცა მუდმივად თავზე აწუწავენ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, როცა დილა ისე არ თენდება, რომ შეურაცხყოფა პიროვნული მას არ მიაყენონ. ტალახის და ლაფის დასხმა არ არის სწორი და ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, არის სრულიად მიუღებელი.
და მესამე – რყევები თავდაცვის სამინისტროში დღეს არის მიუღებელი,” – განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.
მისივე თქმით, მინისტრების დანიშვნა და გათავისუფლება არის პრეზიდენტის პრეროგატივა და საკადრო ცვლილებებს, ჰიპოტეტიურსაც კი, ის მხარს არ დაუჭერს დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ნატოს საბჭო უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და რეფორმები მიმდინარეობს ჯარში.








