მისი თქმით, გიგი უგულავა მივიდა ხელების ქნევით, დაიძახა- დადგით სპექტაკლიო და გამოიწვია პროვოკაცია: ” იქ ჩემს კოლეგებს მოუწიათ ხელების და ფეხების ქნევა, რაც დაუშვებელია.  ძალიან ვწუხვარ, რომ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კატეგორიულად მოვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამის პროვოცირება გააკეთა. პროვოკატორები ძალიან კარგად ჩანდნენ ამ სცენაზე კადრებში.”

დავით საგანელიძე
დავით საგანელიძე

 

საგანელიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკური კლიმაქსი აქვს და გავიდა მათი პოლიტიკაში ყოფნის ვადა: 

 

“ის ხალხი, ვინც ასე ძალადობდით და თავს გვესხმოდით, ვინც პირადად მე მესხმოდით თავს, ჩემი დასაცავი გახდით. მე გიცავთ, თორემ თქვენი ადგილი სად იქნებოდა, ვიცი. მიხეილ სააკაშვილს, მიხეილ ვადაგასულს, ვურჩევ ერთ რამეს, შენობიდან ნუ გამოდის. ჩვენ არ ვეხებით მის ვადას,  რაც მისაკუთრებული აქვს. ყოველი მისი გამოსვლა იმ შენობიდან იწვევს ქვეყანაში არეულობას. მივაწვდით წყალს, პურს, საკვებს.  კიდე რა სჭირდება, კიდევ რა პირობები სჭირდება. ნუ გამოვა მაგ შენობიდან, ეს იქნება ქვეყნისთვის ყველაზე კარგი. ჩაათაოს ის მიტაცებული ვადა” – განაცხადა დავით საგანელიძემ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *