“მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც მსოფლიოს მთავარი შანტაჟისტის არ შეშინებია”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მედიასთან, დიპლომატებთან და უმცირესობასთან შეხვედრისას. 08.02.13/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური
მიხეილ სააკაშვილი მედიასთან, დიპლომატებთან და უმცირესობასთან შეხვედრისას. 08.02.13/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

 

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გააგრძელოს ნაციონალური საქმის კეთება:

 

“საძირკველი არსებობს, პირველი სართულიც კი, დააშენოს მეორე და მესამე სართული, ჩვენ ვუსურვებთ წარმატებას იმიტომ, რომ მათი წარუმატებლობა ჩვენი ერის წარუმატებლობა იქნება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, მის გუნდსა და მთავრობას შორის არსებობს ფუნდამენტური სხვაობა:

 

“დემოკრატიის სიამოვნება სწორედ ის არის, რომ საერთოდ არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ვინ იქნება პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე და არც მათი – ვინ იქნება პრეზიდენტი… დემოკრატია არ გვავალდებულებს ერთ სუფრას მივუსხდეთ და ვახტანგურები ვსვათ.”

 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ოთხ მთავარ იდეას ხედავს, რომელმაც უნდა გააერთიანოს მხარეები:

 

1. საქართველო უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ევროატლანტიკური ვექტორი ექნება; 

 

2. საქართველოში უნდა იყოს კონსტიუტუციური დემოკრატია;

 

3. საქართველო უნდა იყოს ცივლიზებული ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს არ ექნებათ კრიმინალების და კორუფციის შიში;

 

4. საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად იცხოვრებს.

 

“ეს არის ნაციონალური იდეები და არა – პარტიული”, – განაცხადა სააკაშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *