ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: ამ სასახლეში ვერ გამომკეტავენ

8 თებერვალი, 2013 •
მიხეილ სააკაშვილი: ამ სასახლეში ვერ გამომკეტავენ

 პრეზიდენტის განცხადებით, ხალხს ართმევენ უფლებას, რომ აირჩიონ პრეზიდენტი: “აი, ეს არის სიმართლე, დანარჩენი არის ტექნიკური საკითხი. უნდათ ეს 100 ხმა. დღეს უცნაური განცახდება მოვისმინე, პრეზიდენტმა უნდა დაგვაცადოს მოვაგროვოთ 100 ხმა და მერე გამოვიდეს. ესე განაცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმა. მე უნდა გავჩუმდე, პირი დავკეტო, ვიდრე არ მოგროვდება 100 ხმა. “

 

მიხეილ სააკაშვილი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მიხეილ სააკაშვილი | ფოტო: მანანა ქველიაშვილი

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხმების მისაღებად ხდება დეპუტატებზე ზეწოლა: “მე უნდა გავჩუმდე, სანამ 6–7 დეპუტატს არ დაუჭერენ შვილებს, არ აღმოუჩენენ 5 წლის წინანადელ საგადასახადო დავალიანებებს. არ გვინდა დღის სინათლეზე საუბარი, ყველას სათითაოდ მოვუგრიხავთ კისერს. მერე გამოვიდეს პრეზიდენტი თბილისის პარლამენტში, იქნება მოყუჩებული. კასტრირებული პარლამენტი, სხვათა შორის, ნუ კასტრირებულ პრეზიდენტს აღარ ვჩივი. ამ შემთხვევაში მხოლოდ ინსტიტუციურად ვამბობ. ველაფერი ისევ დატრიალდება უარყოფოთი მიმართულებით, ამიტომ ეს არის საკმაოდ პრინციპული საკითხები. პრეზიდენთს აქვს მოვალეობა და უფლებები, დებატები მიმდინარეობს და საზოგადოებას უნდა სიმართლე.”

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როგორც  საქართვლოს პრეზიდენტი, იზიარებს პასუხისმგებლობას პოლიციის ქმედებაზე თუ მათ უმოქმედობაზე: “არ არსებობს არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტს უკრძალავდნენ სიტყვით გამოსვლას პარლამენტში. მას ეს ეკუთვნის, საერთოდ უკძალავენ გამოსვლას სასახლიდან. ამ შეხვედრას ესწრება მედია, ოპოზიციური ამ ხელისუფლებასთან. გვინდა საზოგადოებასთან დიალოგი და არა ერთმანეთის ყურება. პრეზიდენტი რომ გავიდეს და საჯაროდ შეხვდეს რომელიმე დაწესებულებაში ხალხს, აქვს აკრძალული.”

 

სააკაშვილმა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაიხსენა და გასული საუკუნის  90–იან წლებში განვითარებული მოვლენები გაიხსენა:”ჩვენ გვყავდა ერთი პრეზიდენტი, რომელიც გამოკეტეს მთავრობის სახლში და ბოლოს ამ მთავრობის სახლის სარდაფში, ბუნკერში.  რითი დამთავრდა ეს ისტორია საქართველოსთვის, უფრო სწორად, როგორ არ დამთვრდა ეს ამბავი და გრძელდება აფხაზეთში, გრძელდება იმ მოუშუშებელ ჭრილობებში, რაც დარჩა სხვა რეგიონებში,  სოციალურ დაძაბულობაში რაც კიდევ შიმჩნევა.”

 

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას საზოგადოებასთან ურთიერთობას ვერ აუკრძალავენ: “მე მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მომიწოდებს, რომ არ გამოვიდე სასახლიდან, ლიდერის დაკვეთით, ვერავინ ვერ ჩამკეტავს ამ სასახლეში. ვერც ამ სასახლის ბუნკერში. ეს სასახლე შუშის არის და მას ბუნკერები არ აქვს. იმიტომ არის შუშის, რომ გამჭვირვალე იყოს ხალხისთვის, რაც აქ ხდება. იმიტომ ვართ აქ, რომ შევხვდეთ ხალხს და გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისათვის.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი