“ჩემი თანამშრომლები იმყოფებიან ინციდენტის ადგილზე, ყველა ინფორამციას ვკრიბავთ და ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას გამოვაქვეყნებთ” – განუცხადა “ნეტგაზეთს” უჩა ნანუაშვილმა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს მომხდარის გამოძიება: “ეს იქნება ჩვენი მოწოდება, დანარჩენს ვაანალიზებთ და ვსწავლობთ. დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.”
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 საათზე საჯარო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის წლიური ანგარიში იყო დაგეგმილი. პოლიტპატიმრებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საჯარო ბიბლიოთეკაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ნაცემია ქალაქის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის წვრი ჩიორა თაქთაქიშვილი.