ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი ძალადობას გმობს

8 თებერვალი, 2013 •
აშშ–ის ელჩი ძალადობას გმობს

“ჩვენ ვგმობთ ძალადობას და გვჯერა, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და ის პირები, ვინც იყო დამნაშავე, უნდა დაისაჯოს”, – აღნიშნული განცხადება აშშ–ის ელჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისის მერს, პარლამენტარებსა და სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულს თენგიზ გუნავას.

 

“დემოკრატიას აქვს გარკვეული პრინციპები, გარკვეული ძირითადი ამოსავალი დებულებები, მიუხედავად იმისა, რანდენადაც არ უნდა იყო რაღაცაში დარწმუნებული, რაშიც არ უნდა მიგაჩნდეს, რომ შენ მართალი ხარ, თავი უნდა შეიკავო ძალადობისაგან, თავი უნდა შეიკავოთ იმისაგან, რომ ხელით შეეხოთ ერთმანეთს.

 

ჩვენ ახლა ყველანი ძალიან ფრთხილად, ძალიან ახლოს და ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მოვლენათა განვითარებას. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ შევიტყვეთ, რომ გარკვეულ ჯგუფებს ადამიანებისა, სურთ გადმოინაცვლონ აქეთ, პრეზიდენტის რეზიდენციისაგან და მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან, თავი შეიკავონ ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებისა და ქმედებებისაგან”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი