ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პოლიციის კორიდორს აარიდეს თავი

8 თებერვალი, 2013 • • 1403
ირაკლი ღარიბაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პოლიციის კორიდორს აარიდეს თავი

“მე ახლა მომაწოდეს ინფორმაცია და კადრები, სადაც ძალაინ კარგად ჩანს, რომ იყო გაკეთებული კორიდორი პოლიციელების მიერ.  მაგრამ იყო მოზღვავებული ძალიან ბევრი ხალხი. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ პოლიტიკური ოპონენტები, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის წევრები,  მოვიდნენ იმ მხრიდან, სადაც მობლიზებული იყო ხალხის დიდი მასა. შესაბამისად, მათ არ ისარგებლეს პოლიციის მიერ მომზადებული კორიდორით. ჩვენ გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მათ შეგნებულად გააკეთეს პროვოკაცია” – ეს კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო ბიბლიოთეკასთან გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან გააფრთხილა უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკეროა: ” მე გიგა ბოკერიას დავურეკე და ვუთხარი, რომ ორი სათადარიგო კორიდორი იქნებიდა გაკეთებული. მათ შეეძლოთ ესარგებლათ ხსენებული კორიდორებით. ჩვენ კადრებში ამას ამოვწევთ და მოსახლეობას  ვაჩვენებთ, რეალუად რა მოხდა.” 

 

 

შს მინისტრის განცხადებით, კადრებში კარგად ჩანს, როგორ აარიდეს უმცირესობის წევრებმა პოლიციის კორიდორს თავი: “ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობის” წევრებმა ამ კორიდორებით არ ისარგებლეს. ისინი მიზანმიმართულად გაემართნენ ხალხისკენ. ეს ყველაფერი იყო წინასწარ ორგანიზებული. ჩვენ არ ვარჩევთ ხალხს მათი განსხვავაებული პოლიტიკური შეხედულებით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები, იქ, სადაც ხალხია დიდი მასა იყო მოზღვავებული, ვერც ერთი ქვეყნის პოლიცია ვერ შეძლებდა წესრიგის დამყარებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი