მანჯგალაძის თმით, იმის გამო, რომ ადგილი აქვს პროვოკაციას, რომელსაც მან “ხელისუფლებისგან მართული” უწოდა, პრეზიდენტმა მიიღო სიტყვით გამოსვლის ადგილის გადაწყვეტილება.

“სამწუხაროდ, სახეზეა პროვოკაცია, მძიმე კადრებია გადაღებული, მართული პროვოკაციაა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

მისივე თქმით, საზოგადოებას ახსოვს, როგორ იწყებოდა სამოქალაქო ომი:

 

“არ გვინდა, რომ განმეორდეს სისხლისღვრა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს უნდა გამართულიყო პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, რაზეც მას საპარლამენტო უმრავლესობამ უარი უთხრა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა გადაწყვიტა დღეს იგივე მოხსენება წაეკითხა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ასევე უნდა მისულიყვნენ დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამათავრობო სექტორისა და უმცირესობის წარმომადგენლები. თუმცა ადგილზე დაიწყო სააკაშვილის მოწინააღმდეგეების აქცია, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *