ახალი ამბები

პოლიტპატიმრები პრეზიდენტისთვის სირცხვილის დერეფნის მოსაწყობად შეიკრიბნენ

8 თებერვალი, 2013 •
პოლიტპატიმრები პრეზიდენტისთვის სირცხვილის დერეფნის მოსაწყობად შეიკრიბნენ

როგორც ერთ–ერთი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, მათი ნაწილი საჯარო ბიბლიოთეკასთან უკვე შეიკრიბა:

 

“ამ წუთებში აქ ვართ, უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი. ვაპირებთ სირცხვილის დერეფანი მოვუწყოთ პრეზიდენტს, ჯერ–ჯერობით მხოლოდ სირცხვილის დერეფანი და შემდეგ ვნახოთ, სიტუაციიდან გამომდინარე”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პარლამენტში გამოვიდოდა, პოლიტპატიმრები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ. პრეზიდენტის გამოსვლა საჯარო ბიბლიოთეკაში დღეს, 18:00 საათზეა დაგეგმილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი