ახალი ამბები

კალაძე: ფასანაურში ხალხს დაჯგუფება, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” აბუნტებს

11 მაისი, 2017 • 9946
კალაძე: ფასანაურში ხალხს დაჯგუფება, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” აბუნტებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ ფასანაურში გამართული აქციის უკან არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა დგას.

“ეს არის გარკვეული დაჯგუფება, არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელით “მწვანე ალტერნატივა”, ვინც აბუნტებს იქ გარკვეულ ადამიანებს, შეჰყავთ შეცდომაში და იძლევიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს ეს ელექტროგადამცემი ხაზები არის ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხაზები დაშორებულია მოსახლეობისგან დაახლოებით 100-150 მეტრით, არის ერთი კონკრეტული მონაკვეთი, სადაც 40 მეტრია დაშორება. რაც ყველანაირ სტანდარტში ჯდება. ასე რომ, ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყნისთვის მნიშვნელვან და სტრატეგიულ პროექტს”, – განაცხადა კახი კალაძემ დღეს, 11 მაისს.

გუშინ, 10 მაისს ფასანაურში აქცია გაიმართა ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის წინააღმდეგ, ადგილობრივებმა ტექნიკის მუშაობა შეაჩერეს. თუმცა შემდეგ ვითარება დაიძაბა და პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით,

მასალების გადაბეჭდვის წესი