ახალი ამბები

თბილისში მიკროავტობუსები გაზზე აღარ იმუშავებს

11 მაისი, 2017 • 2145
თბილისში მიკროავტობუსები გაზზე აღარ იმუშავებს

თბილისში, ადგილობრივ საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ. გაზის აპარატურით აღჭურვილი 101-ივე  მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავით იმოძრავებს – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით აღჭურვილი გაზის აპარატურის დემონტაჟს მოითხოვდა.

“საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც კომპანიებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს. დედაქალაქში სულ 1800 ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი