ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტში 2012 წელს 545 377 ,39 ლარის პრემია გაიცა

7 თებერვალი, 2013 •
კასპის მუნიციპალიტეტში 2012 წელს 545 377 ,39 ლარის პრემია გაიცა

2013 წლის 29 იანვარს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოლეგ იაძის ხელმოწერით ინსტიტუტს მოაწოდა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია.

 

ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა 2012 წლის განმავლობაში (თვეების მიხედვით) გამგეობის თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია.

 

ფული
ფული

მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში 2012 წლის მანძილზე 215 თანამშრომელზე გაიცა 545 377,39 ლარი, მათ შორის საკრებულოს თავჯდომარემ დავით მესროფაშვილმა წახალისების სახით ერთი წლის განმავლობაში მიიღო 31 721 ლარი, ხოლო კასპის ყოფილმა გამგებელმა კახაბერ ხაჩირიშვილმა- 23 954  ლარი.

 

დეკემბრის თვეში კასპის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე პრემიები გაიცა ორჯერ.  თანამშრომელთა უმეტესობამ 2012  წლის დეკემბერში პრემიის სახით მიიღეს ხელფასის ორმაგი ოდენობა. რაც შეეხება 26  ნოემბერს გამგებლად დანიშნულ ოლეგ (ომარ) იაძეს და აგრეთვე მასთან ერთად გამგეობაში დანიშნულ ახალ თანამშრომლების, უმეტესობას მათ პრემიის სახით ხელფასის  ერთმაგი ოდენობა მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი