ახალი ამბები

სააკაშვილი ხვალ პარლამენტის ნაცვლად ბიბლიოთეკიდან ისაუბრებს

7 თებერვალი, 2013 •
სააკაშვილი ხვალ პარლამენტის ნაცვლად ბიბლიოთეკიდან ისაუბრებს
„იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებას ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართოს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.


როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, ქვეყნის პირველი პირი საზოგადოებას იმავე ტექსტით მიმართავს, რომლითაც იგი დეპუტატთა წინაშე უნდა წარმდგარიყო.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური ანგარიშით პრეზიდენტი ხვალ უნდა გამოსულიყო პარლამენტში, თუმცა, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ეს ღონისძიება გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი