ახალი ამბები

ალავიძე ტყიბულში მომხდარის შესახებ: კონტროლი გასამკაცრებელია

10 მაისი, 2017 • 2316
ალავიძე ტყიბულში მომხდარის შესახებ: კონტროლი გასამკაცრებელია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ უახლოეს მთავრობის სხომაზე მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე კონტროლის მექანიზმის გამკაცრების საკითხს დააყენებს:

“მიმდინარეობს გამოძიება. ჩართული არიან შესაბამისი სამსახურები და მიზეზებზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ, სავარაუდოდ. ასეთ ობიექტებზე, ასეთი მაღალი რისკის ობიექტებზე გამოიკვეთა, რომ გასამკაცრებელია, რაღაც გვაქვს მოსაფიქრებელი და უახლოესი მთავრობის სხდომაზე დავაყენებ ამ საკითხს,” – აცხადებს მინისტრი.

ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები 10 მაისს, დაახლოებით 08.30 საათზე დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი