ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაპირისპირება აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის 9 მაისის აქციის დროს მოსკოვში [ვიდეო]

10 მაისი, 2017 • 5129
დაპირისპირება აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის 9 მაისის აქციის დროს მოსკოვში [ვიდეო]

9 მაისს რუსეთის დედაქალაქში გამართული აქციის – “უკვდავი პოლკის” მსვლელობის დროს მთიანი ყარაბაღის დროშის გამო აქციის აზერბაიჯანელ და სომეხ მონაწილეებს შორის კონფლიქტი მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ სომხეთის დიასპორის წარმომადგენლებმა აქციაზე მთიანი ყარაბაღის დროშები ააფრიალეს, რამაც აზერბაიჯანელები გააღიზიანა. მათ სომხური მხარისგან დროშების მოშორება მოითხოვეს. საბოლოოდ, როგორც სხვადასხვა მედიაგამოცემები წერენ, ინციდენტის დროს პოლიციამ აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები დროებით დააკავა.

მსგავსი ინციდენტი მოხდა სანკტ-პეტერბურგში გამართული აქციის დროსაც. ორივე მხარე ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი