ტყიბულის მაღაროში 4 მუშა, სავარაუდოდ, სატვირთო ლიფტის შეკეთების დროს გადმოვარდა – ამის შესახებ ნეტგაზეთს ერთ-ერთმა მუშამ განუცხადა.
“ახლა მივედი სამსახურში და გავიგე, რომ სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი არის გარდაცვლილი. სხვა არაფერი ვიცი. ყველა არის შახტაში ამოსაყვანად. სატვირთო ლიფტს აკეთებდნენ და რაღაც მოუვიდა, არ ვიცი ზუსტად,”- გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, “ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით ტყიბულში დაუყონებლივ გაემგზავრნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები”.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, დეტალები ზუსტდება და როგორც კი ექნებათ ტყიბულიდან დამატებითი ინფორმაცია, დაუყონებლივ მოგვაწვდიან.
ინფორმაციას ვერ გვაწვდიან ტყიბულის პროფკავშირში. მათ განგვიცხადეს, რომ მოგვიანებით დავუკავშირდეთ.
ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი, ილია ლეჟავა ასევე წერს, რომ მუშები, სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან:
ინფორმაცია მუშების დაშავების შესახებ ავრცელებს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მოიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი.