ნეტგაზეთი | მემორანდუმი ციხეებში აივ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის მემორანდუმი ციხეებში აივ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის – Netgazeti

მემორანდუმი ციხეებში აივ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის

სასჯელაღსრულების სისტემაში აივ ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ დღეს, 6 თებერვალს, ურთიერთთანამშრომლბის მემორანდუმი გააფორმა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან(USAID).

მემორანდუმს ხელი მინისტრმა სოზარ სუბარმა  და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა  სტივენ ჰეიკინმა მოაწერეს.


“მემორანდუმი გამოხატავს ურთიერთგაგებას მონაწილეებს შორის, რათა მხარი დაუჭირონ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აივ ინფექციის გავრცელების პრევენციისკენ სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებით და საპატიმროებში მაღალი რისკჯგუფებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით, რათა თავიდან იქნას აცილებული აივ-ის შემდგომი გავრცელება და შემცირდეს აივ ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებაში.

 
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge