ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: კურტანიძესთან დაკავშირებით ამდენი კითხვა არ უნდა არსებობდეს

5 თებერვალი, 2013 • 1089
ირაკლი ღარიბაშვილი: კურტანიძესთან დაკავშირებით ამდენი კითხვა არ უნდა არსებობდეს

“მე არ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. ის კურირებს სამინისტროში სპორტის მიმართულებას, არის სახელოვანი სპორტსმენი და ამდენი კითხვა არ უნდა არსებობდეს მის ირგვლვ,”- განაცხადა შს მინისტრმა რუსთავი 2- ის ჟურნალისტის კითხვაზე კურტანიძის შს-ში დროებით უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. 

 

ღარიბაშვილის თქმით, კურტანიძის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს ესაუბრა, რის შედეგადაც გაარკვია, რომ საქმე პირად კონფლიქტს შეეხება და დაზარალებული მხარეც ამას ადასტურებს. 

 

“ჩვენ არ გვაქვს იმდენი დრო, რომ ორ ინდივიდს შორის რაღაც გაუგებრობა, კონფლიქტი ვარკვიოთ, თუმცა გამოძიების პროცესში განსაკუთრებული მძიმე დანაშაული არ გამოკვეთილა. ნებისმიერ შემთხვევაში საქმეს პროკურატურა იძიებს და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას,”- განაცხადა შს მინისტრმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა და მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილმა ცემასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი