ახალი ამბები

გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული ქონების ნაწილი სოციალურად დაუცვლებს გადაეცემათ

8 მაისი, 2017 • 2492
გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული ქონების ნაწილი სოციალურად დაუცვლებს გადაეცემათ

საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის აღკვეთისას კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დაამტკიცეს. გადაწყვეტილების თანახმად, მალფუჭებადი საქონელი განადგურდება, ხოლო დანარჩენი იმ ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომლებიც სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან.

“ქონება ექვემდებარება პირდაპირი წესით გადაცემას იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროების მქონე პირების დახმარებას,” – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

განკარგვის წესი თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 8 მაისს დაამტკიცა.

თბილისის მერიის ზედამხედვეობის სამსახურმა გარემოვაჭრეების გაყვანა მეტროსადგურების ტერიტორიებიდან აქტიურად მარტში დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი