ახალი ამბები

ივანიშვილი: აქვთ მცდელობა, რომ ალასანია გადაიბირონ

5 თებერვალი, 2013 • 4743
ივანიშვილი: აქვთ მცდელობა, რომ ალასანია გადაიბირონ

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია

“აქვთ მცდელობა, რომ ალასანია გადაიბირონ, ჭორები დადის, რომ ამათ აქვთ კავშირი და კომუნიკაცია ალასანიასთან,” – აცხადებს ივანიშვილი.

 

მისივე თქმით, მან ამ ჭორების თაობაზე ჰკითხა თავად ირაკლი ალასანიას, რომელმაც უარყო ასეთი კომუნიკაციის არსებობა ყოფილ მთავრობასთან.

 

“ცდილობენ, რომ გუნდი გახლიჩონ, მაგრამ სანამ მე პოლიტიკაში ვარ, ვინც არ უნდა გადახტეს და საითაც არ უნდა გადახტეს, არაფერი არ მოხდება, საკუთარ თავს დაიზიანებენ მხოლოდ. გარწმუნებთ, რომ მე აბსოლუტურად დალაგებულ გუნდს დავტოვებ და ვინც გადახტება, საკუთარ კისერს მოიტეხს მხოლოდ”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის შეეცდება ბალანსი არ დაირღვეს კოალიციაში და ამავე დროს შიდა კონკურენცია არ დაკნინდეს. ივანიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ არ დადგეს ერთპარტიული მმართველობა, კონკურენტი პოლიტიკური ძალები უნდა გამოჩნდნენ გარედან.

 

“იმედი მაქვს, რომ წამოვლენ ახალი, ჯანსაღი ძალები”, – აცხადებს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი