ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში სომხურ მხარესთან თანამშრომლობის ბრალდებით მოქალაქეთა ჯგუფი დააკავეს

8 მაისი, 2017 • 2830
აზერბაიჯანში სომხურ მხარესთან თანამშრომლობის ბრალდებით მოქალაქეთა ჯგუფი დააკავეს

სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფი აზერბაიჯანში სომხურ მხარესთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულთა რაოდენობა ოფიციალურ სტრუქტურებს აზერბაიჯანში არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა აზერბაიჯანის შსს-ს, გენერალური პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ დაკავებულები “გეგმავდნენ ფართომასშტაბიან პროვოკაციებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებსა და ტერტერის რაიონში დასახლებულ პუნქტებში”.

ოფიციალური ბრალდებით, საიდუმლო თანამშრომლობა არსებობდა მოწინააღმდეგე [სომხურ] მხარესთან და სხვადასხვა დროს გადასცემდნენ ინფორმაციას, მათ შორის, სამხედრო საიდუმლოების შემცველს”.

ოფიციალური ცნობითვე, საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი