ახალი ამბები

ივანიშვილი არ უარყოფს, რომ მის გუნდში ნაცნობობით ხდება კადრების შერჩევა

5 თებერვალი, 2013 • 1105
ივანიშვილი არ უარყოფს, რომ მის გუნდში ნაცნობობით ხდება კადრების შერჩევა

ივანიშვილის განცხადებით, აუცილებლად იქნება ასეთი შემთხვევები მის გუნდში, როდესაც ნაცნობობით მოხდება თანაშრომლების დანიშვნა. მისი თქმით, ასეთი ფაქტები არა მხოლოდ საქართველოში ხდება:

 

“ფრანგებს უყვართ კიდევ ნაცნობობით კადრების შერჩევა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის მთავრობა
ივანიშვილის მთავრობა

მისი თქმით, დაინტერესდება მის გუნდში ნაცნობობის მიხედვით თანამდებობზე დანიშვნის ფაქტებით:

 

“დავინტერესდები ამით, თუმცა ჩემთვის იდეალურია ტენდერი და კონკურსი”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

მისი თქმით, მან სწორედ კონკურსის საფუძველზე აღმოაჩინა თავის დროზე ამჟამინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, როდესაც “ქართუ ფონდისთვის” ეძებდა შესაბამის კადრს:

 

“ირაკლი ღარიბაშვილი ასე აღმოვაჩინე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით”.

 

ივანიშვილი ამბობს, რომ სპეციალისტების ნაცნობებში მოძიებაც არ არის მისთვის მიუღებელი ფორმა, თუმცა აზუსტებს, რომ სისტემური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს ნაცნობობას საჯარო სამსახურებში დასაქმების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი