ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და უგულავა პანიკაში არიან

5 თებერვალი, 2013 • 2140
ივანიშვილი: სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და უგულავა პანიკაში არიან

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი
მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

“მე რბილად ვამბობ, იციან, რომ შეკითხვებზე პასუხი უნდა გასცენ და პანიკაში არიან და მთელი საქართველო უნდათ პანიკაში ამყოფონ”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნებამდე “ეს ოთხეული” ვირტუალური ბედნიერების გავრცელებას ცდილობდნენ მოსახლეობაში ტელევიზიების მეშვეობით.

 

“ეს ოთხი ადამიანი კი იყო ბედნიერი, მაგრამ ძალადობა მიდიოდა ყველა ოჯახზე… პირველ ადგილზე ვიყავით ევროპაში პატიმრების რაოდენობით”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

მისივე თქმით, იგივე ხალხი დღეს ცდილობს პანიკა დათესოს მოსახლეობაში: “მერაბიშვილი აპოკალიფსებს ხატავს, უგულავა შეურაცხმყოფელად იხსენიებს ხელისუფლებას…”

 

ივანიშვილის განცხადებით, ეს ადამიანები, ზუსტად ისევე, როგორც მანამდე უნდოდათ ვირტუალური ბედნიერება გაევრცელებინათ, ახლა სურთ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი ცუდად მიდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი