მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე და სხვა 3 წევრი ჯაშუშობის ბრალდებით გარიცხა, თბილისში, “ქართული ოცნების” სათაო ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება. ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე კი გუშინდელი დღის შემდეგ შიშმილობს.
“ოცნების ოფისთან”დღეს დაახლოებით 50 კაცი შეიკრიბა. მათი განცხადებით, ყველანი რუსთავის ორგანიზაციის წევრები იყვნენ და გარიცხულ თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებენ.
ვითარების გარკვევის მიზნით “ოცნების” ოფისიდან გამოსულ უმრავლესობის წევრს, მანანა კობახიძეს შეკრებილებმა გზა გადაუკეტეს და მიზეზების განმარტებას სთხოვდნენ, თუ რატომ და რა სამართლებრივი საფუძვლით გარიცხეს მათი წევრები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის წევრმა, დავით საგანალიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევას გარკვეული პირები აპროტესტებენ, რომლებიც შესაძლოა პარტიაში “ნაციონალური მოძრაობიდან” “ჩანერგილები” იყვნენ.

![“ოცნებიდან” გარიცხულები მანანა კობახიძეს დაუპირისპირდნენ [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/themes/netgazeti/images/no-featured-image.png)






