ახალი ამბები

დეკანოზის საქმე: სასამართლო სხდომა 19 მაისს გაიმართება

5 მაისი, 2017 • 2424
დეკანოზის საქმე: სასამართლო სხდომა 19 მაისს გაიმართება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომა 19 მაისს, 12 საათზე, გაიმართება.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი შონიამ დღეს, 5 მაისს, 12 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

ბოლო შუამდგომლობა, რაც მოსამართლემ განიხილა, დაცვის მიერ იყო წარდგენილი, რომელიც შეეხებოდა საქმის შეწყვეტას. მოსამართლემ  ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ წინასასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებები ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჩაიდინა დანაშაული, რომელშიც ბრალი აქვს წარდგენილი.

შესაბამისად, მოსამართლემ პირველი სხდომა, რომელზეც საქმეს არსებითად განიხილავენ, 19 მაისს დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი