ახალი ამბები

სააკაშვილი: “ეკონომიკა დაპაუზებულია და მთავრობამ ფლეის უნდა დააჭიროს”

3 თებერვალი, 2013 •
სააკაშვილი: “ეკონომიკა დაპაუზებულია და მთავრობამ ფლეის უნდა დააჭიროს”

“140 მილიონამდე შემცირდა ბათუმის ბიუჯეტი, ეს ნიშნავს, რომ ინფრასტუქტურული პროექტები… ამ ინფრასტუქტურულ პროექტებს ვიღაცებმა უწოდეს სააკაშვილის ხუშტურები. აი, სააკაშვილის ხუშტურია, მაგალითად, ეს ქარხანა. სააკაშვილის ხუშტურები  იყო ის უამრავი ობიექტი, სადაც 7000–8000 ადამიანი იყო დასაქმებული სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე, მაგალითად, ბათუმში, ქობულეთში. ასეთი ქარხნები ახლა გაჩერდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ტურისტი მოაკლდებათ. ეს ყველაფერი ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის იყო ჩადებული. ტურისტი მოაკლდება, ესე იგი ხალხს შემოსავლები მოაკლდება, ხალხს შემოსავლები მოაკლდება,  ესე იგი სოფლის მეურნეობის პროდუქცია აღარ გაიყიდება. ამას ყველაფერს აქვს ფასი. შეიძლება  დღეს ფული ამაში აღარ ჩავდოთ და ეს ფული ვინმემ “შეჭამოს”, მაგრამ ხვალ რაღა უნდა “შეჭამოს”, თუ განვითარებაში არ ჩაიდო ფული? აღმშენებლობა, ეს არ იყო პიარი. ეს იყო კონკრეტული საწარმოები, ქარხნები, დასაქმებული ადამიანები, შემოსავლები”

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობამ უნდა გადახედოს შემცირებულ  ბიუჯეტს, რადგან მოგვაინებით საკითხის შემობრუნება ძნელი იქნება და ყველაფერი ჩამოიშლება:

 

“უნდა გადახედოს, ახლა ეკონომიკა დაპაუზებულია, დაპაუზებული ეკონომიკიდან ისევ უნდა დააჭიროს “ფლეის” და წინ წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება უკან გადახვევა და იქ დაბრუნება, საიდანაც ძლივს დავიწყეთ ყველაფერი.” – განაცხადა სააკაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი