ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად 32 მილიონ ევროს გამოყოფს

5 მაისი, 2017 • 2107
ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად 32 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების განსახორციელებლად 32 მილიონ ევროს გამოყოფს.

დღეს, 5 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას- “ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი” (Technical Cooperation Facility – TCF). შეთანხმების მიზანი საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება და ზოგადად ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა.

შეხვედრისა და ხელმოწერის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი კვირიკაშვილმა იოჰანეს ჰანს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზის გაუსვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების მნიშვნელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი