“ჯერ ადამიანები ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ “შპიონებითაა” სავსე “ნაციონალური მოძრაობა”, ახლა უკვე დაიწყეს თავიანთ რიგებში ამ მზვერავების, დამსმენების და “შპიონების” ძებნა. ეს მიუთითებს იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის “ქართულ ოცნებაში”. ეს არ არის ხალხი, რომელიც არის გაერთიანებული საერთო მიზნით, იდეით და მათი შემაკავშირებელი იყო მოლოდ და მხოლოდ, ჩემი აზრით, ხელისუფლებაში მოხვედრა,” – ამბობს წიკლაური “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და დავით საგანელიძის უკანასკნელმა განცხადებებმა ირაკლი ალასანიასთან და მის პარტიასთან დაკავშირებით აჩვენა, რომ პირველი მსხვერპლი სწორედ ირაკლი ალასანია იქნება.  

 

“გამოითქმის სხვადასხვა ვარაუდი, რომ, ერთი მხრივ, ეს დაკავშირებული იყოს პროდასავლურ კურსთან, მეორე მხრივ, უფრო ბანალური მოტივიც არსებობს, – რომ მიმდინარეობს ადგილების გადანაწილება ხელისუფლებაში და ალასანიას ხალხს, უბრალოდ, აძევებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოასწავებს ძალიან  სერიოზულ განხეთქლებას “ქართულ ოცნებაში”. 

 

გარდა ამისა, წიკლაური სამარცხვინოს უწოდებს “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებას ამ საკითხზე.

 

“ის საპასუხო განცხადებები გიორგი ცაგარეიშვილის არის უბრალოდ სამარცხვინო და თავისმომჭრელი, როდესაც ამბობს, რომ კი, არიან ჩვენს პარტიაში “შპიონები” და ჩვენ მათ გამოვაძევებთ.” 

 

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრის, დავით საგანელიძის განცხადებით, კოალიციაში შემავალ ზოგიერთ პარტიაში, მათ შორის ირაკლი ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებში”, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობიდან” იყვნენ შეგზავნილები. საგანელიძის ეს განცხადება დაადასტურა ბიძინა ივანიშვილმაც.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *