ახალი ამბები

ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება

1 თებერვალი, 2013 •
ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება

ჭიდაობის ფედერაციის ვიცე -პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი, რომელმაც კურტანიძე მისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დაანაშაულა, შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. 

“ლუკა კურტანიძე არის დემოკრატიულად არჩეული იმ ოჯახის მიერ, რომელსაც ჰქვია ჭიდაობის ოჯახი, მათ აირჩიეს, მათ არჩევანი გააკეთეს, იმ ადამიანებმაც კი აირჩიეს, ვინც ამ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. ეს არის დემოკრატიული პროცესი, ამიტომ რაიმეს შეცვლა, ისევ იმ ადამიანების უფლებაა, თუ სურვლი აქვთ და რამე ბერკეტი აქვთ იურიდიული, იმის უფლება აქვთ, რისი უფლებაც აქვთ,”- ამბობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად ლუკა კურტანიძემაც.

“კიდევ ერთხელ ვამბობ, ჭიდაობის ოჯახი არის ის ოჯახი, რომელიც ყოლველთვის რთულ სიტუაციაში ერთობით აგვარებს პრობლემებს,”- განაცხადა კურტანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა და მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილმა ცემასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი