ახალი ამბები

ნობელის პრემიაზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა

1 თებერვალი, 2013 • 1170
ნობელის პრემიაზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა

მედიასთან შეხვედრა, რომელიც თბილისის რია-ნოვოსტის ოფისში უნდა გამართულიყო, როგორც ირკვევა ორგანიზატორთა ინიციატივით ჩაიშალა, თუმცა დეტალების შესახებ საუბრისგან რია-ნოვოსტიში თავს იკავებენ. 

 

შეგახსენებთ, რომ საინიციტივო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრ რუსეცკი, ნანა ჭანიშვილი, კახა კახიშვილი და თამარ კიკნაძე შედიოდნენ, საქართველოს პრემიერი, “ობიექტივის” ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი და გლდანის ციხეში გადაღებული კადრების გავრცლებისა და 2012 წლის არჩევნების შედეგებში საკუთარი წვლილის შეტანისთვის, გიორგი ლომია და დავით აკობია   ნობელი პრემიაზე წარსადგენ კანდიდადეტებად უნდა დაესახელებინათ. 

 

პერსკონფერენციაზე მათ იმ წერილის ტექსტი უნდა წაეკითხათ, რომელიც ნობელის კომიტეტში უნდა გაეგზავნათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი