დღეს, 3 მაისს, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა კაცი ავტომობილში ჩაცხრილეს, “ფეისბუკის” მომხმარებლებმა გაავრცელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლმსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყეს.

“ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები,”- განაცხადეს შსს-ში.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *