ახალი ამბები

პრემიერი ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა

31 იანვარი, 2013 • 890
პრემიერი ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა

მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ  სტაბილურობას მიაღწიოს და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის შედგეს კონსესუსი:

 

„არის რიგი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ცვლილებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული და მესმის, რომ ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა პარლამენტმა და მთავრობამ სტაბილურად იმუშაოს. აუცილებელია შეიცვალოს კონსტიტუცია, რომ თავიდან იქნას აცილებული და მოხდეს ლიმიტირება სახელმწიფო მეთაურის ძალაუფლებისა, რომელიც აძლევს მას უფლებას, დაითხოვოს მთავრობა და აირჩიოს ახალი მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე“.

 

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი გუშინ, 30 იანვარს დაიწყო თბილისში.

ჯანი ბუკიკიო და ბიძინა ივანიშვილი
ჯანი ბუკიკიო და ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი